Back to Home
Language

წესები და პირობები

შპს „სინერჯი ცო“-ს ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს შპს „სინერჯი ცო“-ს ვებ-გვერდისა და აპლიკაციის გამოყენების წესებსა და პირობებს (შემდგომში, „წესები და პირობები"). მათზე დათანხმებით, თქვენზე გავრცელდება აღნიშნული წესებისა და პირობების მოქმედება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გსურთ, რომ თქვენზე გავრცელდეს, არ დააჭიროთ დათანხმების ღილაკს და არ გამოიყენოთ ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში განთავსებული ჩვენი სერვისები.

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

თუ თავად ტექსტიდან პირდაპირ სხვაგვარად არ გამომდინარეობს, წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

კომპანია: შპს „სინერჯი ცო“, ს/კ: 405866852

ვებ-გვერდი: კომპანიის ვებ-გვერდი synergyfitness.ge

  • მომსახურების მიმწოდებელი: შპს „სინერჯი ცო“, ს/კ: 405866852
  • საკონტაქტო ინფორმაცია: მეილი Info@synergyfitness.ge
  • სამუშაო საათები: ყოველდღე 08:00-02:00 მდე
  • მიწოდების პირობები: განისაზღვრება სიტზე მითითებული სტანდარტული პაკეტების შესაბამისად, ასევე მიმდინარე საქციო პროდუქტებიდან გამომდინარე

კლუბის წესები

მოგესალმებით! შპს „სინერჯი ცო“-ს კლუბის წევრად მიღების შესახებ განაცხადის ხელმოწერამდე, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ წესებს:

1. შესავალი

ამ კონტრაქტის ხელმოწერით, კლუბის წევრი თანხმობას აცხადებს დაიცვას და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობები.

2. წევრის ჯანმრთელობის გარანტია

კლუბის წევრი გარანტიას იძლევა და აცხადებს, რომ ის არ არის შეზღუდული შესაძლებლობების, არ არის ავად და იმ მდგომარეობაში, რომელიც მას ხელს შეუშლის ვარჯიშების შესრულებაში და რომ ასეთი მოქმედება არ მიაყენებს ზიანს და არ მოახდენს უარყოფით ზემოქმედებას მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე.

კლუბის წევრისთვის ცნობილია და ის თანახმაა, რომ:

  • 2.1. კლუბის წევრის მიღებისას, შპს „სინერჯი ცო“ დაეყრდნობა წევრის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას და გარანტიას და არ არის ვალდებული განახორციელოს რაიმე სახის ფიზიკური ფორმის შეფასება, ფიზიკური მდგომარეობის განსაზღვრისთვის.
  • 2.2. თუ შპს „სინერჯი ცო“ ჩაატარებს რაიმე სახის შეფასებას ან სხვა მსგავს ტესტირებას, ეს განხორციელებულ იქნება მხოლოდ მონაცემების შედარებისთვის, რათა კლუბის წევრმა შეძლოს თვალი მიადევნოს საკუთარ წინსვლას და არა დიაგნოსტირების მიზნებისთვის.
  • 2.3. შპს „სინერჯი ცო“-ს არ შეიძლება წაეყენოს რაიმე მოთხოვნები, საჩივარი ან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა, ფიზიკური ფორმის შეფასების ან ანალოგიური ტესტირების შედეგების ან მათი ინტერპრეტაციის გამო.
  • 2.4. შპს „სინერჯი ცო“ არ აგებს პასუხს რაიმე ზიანის გამო, რომელიც განპირობებულია კლუბის წევრის რაიმე სახის ავადმყოფობით ან მდგომარეობით, რომელზეც ვარჯიშებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედებს მის ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე ან ფიზიკურ მდგომარეობაზე, თუ ის შეასრულებს ასეთ სავარჯიშოებს ან მონაწილეობას მიიღებს მათში.
მნიშვნელოვანი: თითოეულმა კლუბის წევრმა უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, ვარჯიშის დაწყებამდე ან მათ გაგრძელებამდე, თუ არსებობს ამის სამედიცინო ჩვენებები.

2.5. შპს „სინერჯი ცო“ პასუხს არ აგებს წევრის მდგომარეობაზე, რომელიც გამოწვეულია სპორტული კვების ან საკვები დანამატების გამოყენებით. წევრი კისრულობს ვალდებულებას გაიაროს კონსულტაციები ექიმთან საკვები დანამატების გამოყენებამდე.

3. კლუბის წევრების დაშვება

კლუბის წევრებზე გაიცემა დაშვებისათვის ბარათი ან დამატებით QR კოდი, რომლებიც საშუალებას მისცემს წევრებს შევიდნენ შპს „სინერჯი ცო“-ს ტერიტორიაზე და ისარგებლონ აღჭურვილობით.

კლუბის წევრი თანახმაა, არ მისცეს სხვა პირებს შენობებში თავისი ბარათის ან QR კოდის მეშვეობით შესვლის ნება და არ დაუშვას, რომ მასთან ერთად სხვა პირი შევიდეს შენობაში.

გაფრთხილება: თუ კლუბის წევრი დაარღვევს წევრების დაშვების რაიმე პირობებს, მას შეიძლება გაუუქმდეს წევრობა, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და შეიძლება აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ.

ბარათის შეცვლის ღირებულება განისაზღვრება მიმდინარე ფიქსირებული ტარიფის შესაბამისად. შპს „სინერჯი ცო“-ს კლუბის წევრად გახდომისას პირს შეიძლება გადაუღონ ფოტო, რომელიც უსაფრთხოების მიზნებისთვის და მონიტორინგისთვის გამოიყენება.

16 წლამდე ასაკის ბავშვები სპორტდარბაზში დაიშვებიან მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული თანხმობა უნდა იყოს დადასტურებული მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. ასევე, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის დარბაზში დაშვება შესაძლებელია პერსონალური ტრენერის აყვანის შემთხვევაშიც, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო და კონტროლირებად ვარჯიშს.

4. აღჭურვილობის გამოყენება

ჩვენ ვთხოვთ კლუბის წევრებს ვარჯიშის დასრულების შემდეგ ადგილზე დააბრუნონ გირები და სხვა ნებისმიერი სავარჯიშო აღჭურვილობა (ფილები, ხარიხები, ჰანტელები, და ა შ.).

6. კარადები

კარადები ხელმისაწვდომია და განთავსებულია გასახდელებში. წევრი ვალდებულია ყურადღება მიაქციოს წევრის პირად ნივთებს.

მნიშვნელოვანი: შპს „სინერჯი ცო“-ს თანამშრომლები და კონტრაქტორები პასუხს არ აგებენ პირადი ნივთების დაკარგვისთვის. კარადები არ წარმოადგენს მოწყობილობებს უსაფრთხოდ შენახვისთვის.

შესაბამისად, წევრი ვალდებულია კლუბის მომსახურებით სარგებლობისას თან იქონიოს ყველა ფასეული ნივთი. წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „სინერჯი ცო“ პასუხს არ აგებს ასეთი ნივთების დაკარგვაზე ან/და დაზიანებაზე.

7. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა

7.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით წევრი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „სინერჯი ცო“ მისი პირადი მონაცემები, კერძოდ სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი დაამუშაოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის და აღნიშნულ მონაცემებზე გაუგზავნოს და მიაწოდოს ინფორმაცია შპს „სინერჯი ცო“-ს არსებული, დაგეგმილი ან/და სამომავლო შეთავაზებების, რეკლამების, ფასდაკლებების, აქციებისა და ღონისძიებების შესახებ. ასევე საინფორმაციო შინაარსის შეტყობინების გაგზავნის მიზნით.

7.2. წევრისთვის ცნობილია, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია უარი განაცხადოს და უკან გამოითხოვოს წინამდებარე დოკუმენტით გაცხადებული თანხმობა მისი პირადი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებასთან დაკავშირებით და აღნიშნული უარი შეუძლია განაცხადოს წერილობითი ფორმით, შპს „სინერჯი ცო“-სთვის აღნიშნულის შესახებ იმავე კომუნიკაციის საშუალებით, რასაც შუალებითაც იღებს ინფორმაციას.

8. წევრთა უფლებები

შპს „სინერჯი ცო“-ს კლუბის წევრობა წევრს უფლებას აძლევს ივარჯიშოს შეძენილი აბონიმენტით განსაზღვრული ვადით და პირობით.

9. წევრის ვალდებულებები

შპს „სინერჯი ცო“-ს კლუბის წევრს მოეთხოვება:

  • 9.1. დაიცვას კლუბის ყველა წესი და წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
  • 9.2. გადაიხადოს ყველა შეთანხმებული საფასური;
  • 9.3. წინასწარ აცნობოს შპს „სინერჯი ცო“-ს თუ არსებობს რაიმე სახის დაავადება ან რისკი, კლუბის წევრის ჯანმრთელობისთვის.

10. აკრძალული მოქმედებები

შენობაში აკრძალულია მოწევა, ალკოჰოლის მიღება და ნარკოტიკების (მათ შორის სტეროიდების) მოხმარება, დაუშვებელია რაიმე სახის იარაღის შეტანა.

მნიშვნელოვანი: კლუბის წევრი თანახმაა არ განახორციელოს რაიმე მოქმედებები შპს „სინერჯი ცო“-ს შენობაში, ისეთი ნივთიერებების ზემოქმედების დროს, რომლებსაც შეუძლია დააქვეითოს მისი უნარი, მართოს აღჭურვილობა.

11. შეწყვეტა

კლუბის წევრობა შეიძლება შეწყდეს ვადამდე, წევრის ხანგრძლივი ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო. შპს „სინერჯი ცო“ უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წევრის კონტრაქტი, შემდეგი პირობების შესაბამისად:

  • 11.1. წევრის შეუსაბამობა წესებში ან/და ხელშეკრულებაში მითითებულ რომელიმე კრიტერიუმთან;
  • 11.2. კლუბის წევრის ან მისი თანამშრომლების (ან კონტრაქტორების) საჩივრის საფუძველზე.

12. აბონიმენტის საფასურის დაბრუნება

შეძენილი აბონემენტის თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაძლებელია მხოლოდ აბონემენტის სხვა ადამიანზე გადაცემა.

აბონემენტის სხვა ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის გამო ეკრძალება ვარჯიში ან უწევს ქვეყნის დატოვება აბონემენტის შეჩერების მაქსიმალურ დასაშვებ ვადაზე მეტი ხნით. ორივე შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

13. პასუხისმგებლობა

შპს „სინერჯი ცო“ არ აგებს პასუხს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაზე.

14. ეგზემპლარები

კონტრაქტი შეიძლება გაფორმდეს ორ ან მეტ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული ორიგინალად უნდა ჩაითვალოს, ყველა ეგზემპლარი, ერთად, წარმოადგენს ერთსა და იმავე შეთანხმებას.

15. მარეგულირებელი კანონმდებლობა

ხელშეკრულება და ყველა მითითებული დოკუმენტები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ვადასტურებ, რომ წავიკითხე კონტრაქტი, ჩემთვის გასაგებია ყველა პირობა და ვეთანხმები მათ. ასევე, ვადასტურებ, რომ გადმომეცა წევრის კონტრაქტის სრულად გაფორმებული ეგზემპლარი.

Questions or Concerns?

Address: Marijani 6, Tbilisi, Georgia

Email: Info@synergyfitness.ge

Phone: 511 26 62 11

Last Updated: October 2026